კომაროვის სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგები

მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდის პირველადი შედეგები აპელაციის შემდეგ არ შეცვლილა.



მე-9 კლასში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგების სანახავად გადადით ბმულზე

მე-10 კლასში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგების სანახავად გადადით ბმულზე

მე-11 კლასში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგების სანახავად გადადით ბმულზე



 

2023 წლის მისაღები გამოცდის შედეგად მე-9 კლასში ჩაირიცხება ან სწავლას გააგრძელებს  18  საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლერომლებმაც მიიღეს 35,5 ქულა ან მეტი.


202
3 წლის მისაღები გამოცდის შედეგად მე-10 კლასში ჩაირიცხება ან სწავლას გააგრძელებს  5  საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებმაც მიიღეს 34.5 ქულა ან მეტი.

2023 წლის მისაღები გამოცდის შედეგად მე-11 კლასში ჩაირიცხება ან სწავლას გააგრძელებს  12  საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებმაც მიიღეს  35,2 ქულა ან მეტი.

 

 სხვა სკოლიდან კომაროვის სკოლაში გადმოსასვლელად,  მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა  განცხადება უნდა დაწეროთ სკოლის კანცელარიაში  8  აგვისტოდან  23  აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 12 სთ-დან 17:30-მდე.

 

მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადგილზე წერს განცხადებას. გთხოვთ, თან იქონიოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასურველია (დროის დაზოგვის მიზნით) გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლიც.   

განცხადებაში აუცილებლად მისათითებელი იქნება მოსწავლის პირადი ნომერი (თუ, ზეპირად არ იცით, გთხოვთ, გქონდეთ ცალკე ამოწერილი) და სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე  (მშობელს ამ სკოლაშიც ექნება დასაწერი განცხადება). 

  

განცხადების დაწერის უფლება აქვს მხოლოდ მშობელს ან ოფიციალურად აღიარებულ კანონიერ წარმომადგენელს (და, ძმა, ბებია, ბაბუა ან  სხვა პირი, თუ ოფიციალურად არ აქვს მინიჭებული კანონიერი წარმომადგენლის სტატუსი,  არ არის უფლებამოსილი).  


კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ